საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათლით)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით

გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

 

(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათლით)

 

საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:

- აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში შემოსულია 13 განცხადება და პასუხი გაცემულია ყველა განცხადებაზე.

- საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიალური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

- მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა 13 გადაწყვეტილება.

- უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

- სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია სააგენტოს თავმჯდომარე.

- მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.

საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:

- სააგენტოში 2015 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

- სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:

-სააგენტოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.

იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:

-საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:

-საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:

-ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.