სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/13-713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ  – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის  2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად 

სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 7 განაცხადი.

აღნიშნული  7 განაცხადიდან:

 

√1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2014-2015 წლებში რექტორსა და მის მოადგილეებზე დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; 2014-2015 წლებში რექტორსა და მის მოადგილეებზე დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; 2014-2015 წლებში რექტორსა და მის მოადგილეებზე დარიცხული პრემიების და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები; 2014-2015 წლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; 2014-2015 წლებში თანამშრომლებზე (საერთო რაოდენობა) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ; 2014-2015 წლებში რექტორსა და მის მოადგილეების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) შესყიდული ავტომობილების ჩამონათვალის თაობაზე; იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიის შესახებ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობით ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ჩანაცვლდა 2014-2015 წლებში (თითოეულის მიმართ ახალი ღირებულებისა და ჩასანაცვლებელი ქონების შეფასებული ღირებულების მითითებით); 2014-2015 წლებში განხორციელებული აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტების თაობაზე; 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ; 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) უნივერსიტეტის მიერ სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდით მიღებული შემოსავლების ოდენობის შესახებ (სწავლის საფეხურებისა და დაფინანსების კატეგორიების მიხედვით); 2014-2015 წლებში (ცალ-ლცაკე) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე დახარჯული თანხების ოდენობის შესახებ; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) სტუდენტური თვითმმართველობების დაფინანსების ოდენობის შესახებ; 2014-2015 წლებში (ცალცალკე) საბიბლიოთეკო და არასაბიბლიოთეკო ფონდებისათვის (ცალ-ცალკე) წიგნების შესყიდვაზე დახარჯული თანხების ოდენობის თაობაზე; 2014-2015 წლებში (ცალ-ლცაკე) სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკის შესახებ (სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მიზეზების მიხედვით).  ყველა მოთხოვნა  დაკმაყოფილდა.

√ 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის უნივერსიტეტის  მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. ყველა მოთხოვნა  დაკმაყოფილდა.

√ 1 განაცხადი განხილვის პროცესშია;

√ 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია.  ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

·         საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა - 7 განაცხადი

·         სრულად დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა - 6 განაცხადი

·         განხილვის პროცესშია -  1 განაცხადი.

·         გადაწყვეტილების მიმღები პირი (სახელი,გვარი, თანამდებობა) - სოფიო გვარამია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის დროებით მ/შ, იურიდიული სამსახურის უფროსი.

სსუ-ს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა

და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული

ფორმით გაცემაზე, ასევე პროაქტიულად გამოქვეყნებაზე 

პასუხისმგებელი პირის დროებით მ/შ, 

იურიდიული სამსახურის უფროსი                                                      სოფიო გვარამია