სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016585
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ხულორდავა | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.10.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 13.09.2012
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №170
2015 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 23-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ახალ სამსახურებრივ ფორმაზე ეტაპობრივად გადასვლა, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 3🔗
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 მარტის №23 ბრძანებით დამტკიცებული მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის გამოყენება დასაშვებია ახალ სამსახურებრივ ფორმებზე სრულად გადასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 მარტის №23 ბრძანება.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა