სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დასაქმების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2015 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
2015 წლის განმავლობაში სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა და დაკმაყოფილდა 2 (ორი) განცხადება. მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის კობა ნაკაიძის და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 6 ოქტომბრის N-01-03/35 ბრძანებით დანიშნული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – გურანდა ლორიას მიერ.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოში მოთხოვნა არ შემოსულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ.
სააგენტოში საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სააგენტოს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სააგენტოს არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულებას და სხვა მოქმედ კანონმდებლობას.
ამასთან, წარმოგიდგენთ სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2015 წლის წლიურ ანგარიშს ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 2 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი იფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
დირექტორი თეიმურაზ კახიძე