საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,შესაბამისი საარჩევნო კომისიები“) ანგარიში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,შესაბამისი საარჩევნო კომისიები“) ანგარიში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

 

1. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოსულია 497 მოთხოვნა.

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.

3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ იქნა 9 გადაწყვეტილება.

4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

5. საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ იქნა 488 გადაწყვეტილება.

6. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

7. შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ საკუთარი სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

8. შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შეგროვებულ, დამუშავებულ და შენახულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 31-ე მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მოწოდებული მონაცემები. შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ 11 საჯარო მონაცემთა ბაზა იქნა სხვისთვის გაცემული, ხოლო პერსონალური მონაცემები სხვისთვის არ გაცემულა.

9. საარჩევნო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინარული სახდელი.

10. შესაბამისი საარჩევნო კომისიები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდნენ საქართველოს ორგანულ კანონს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს კანონს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ხოლო სხდომის დახურვის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 9 გადაწყვეტილებიდან არცერთი არ გასაჩივრებულა.

12. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან შესაბამისი საარჩევნო კომისიების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, შესაბამის საარჩევნო კომისიებს არ გაუწევიათ.

 

კომისიის თავმჯდომარე                                      თამარ ჟვანია