სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის

ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ, მონაცემები საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

2015 წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 28 განცხადება (მომართვა). აქედან, 27 შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა. ერთ შემთხვევაში, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ ინახებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, გიორგი ჭეხანმა და ლევან ფანიაშვილმა.

სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნა საანგარიშო პერიოდში არ შემოსულა.

2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ

საანგარიშო პერიოდში დახურულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 5 სხდომის გარკვეული ნაწილი, კერძოდ:

 Ö 2015 წლის 27 იანვრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა XI ჯგუფის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.

Ö 2015 წლის 16 მარტის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა დამოუკიდებელი საბჭოს მიერ შეფასების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

Ö 2015 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.

Ö 2015 წლის 13 ნოემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განსახილველი საკითხი შეიცავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას და იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი. ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

Ö 2015 წლის 25 ნოემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განსახილველი საკითხები შეიცავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის ფუნქციებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, შეგროვდა და დამუშავდა იუსტიციის 11 მსმენელის შესახებ პერსონალური მონაცემები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალურ სასწავლო კურსზე (სასწავლო კურსზე მიღება განხორციელდა 2-ჯერ) განცხადებების მიღებისას შემოვიდა სულ 110 განაცხადი, შესაბამისად, შეგროვდა მათი პერსონალური მონაცემები, აქედან სასწავლო კურსზე ჩაირიცხა 84 მსმენელი.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა 28 მსმენელის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად, შეგროვებულ იქნა ინფორმაცია 27 თანამშრომლის (მათ შორის 22 შტატგარეშე) შესახებ. აგრეთვე, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსების შედეგად შეგროვდა ინფორმაცია 44 აპლიკანტის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში, ასევე შეგროვდა მოსამართლეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პირადი მონაცემები, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებპორტალში მათი რეგისტრაციისა და მათ მიერ ვებპორტალით სარგებლობისათვის. ამ ეტაპზე, პორტალზე რეგისტრირებულია საერთო სასამართლოების 738 თანამშრომელი (მათ შორის მოსამართლეებიც).

4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ

საანგარიშო პერიოდში, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.

5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ

საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან ყველა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი განცხადება, რაც არ გასაჩივრებულა.

დირექტორი ლაშა მაღრაძე