სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის ანგარიში

სსიპ
„საზოგადოებრივ

მაუწყებელის
“ 2015 წლის ანგარიში

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტები

მიმდინარე წლის განმავლობაში, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 55 (ორმოცდათხუთმეტი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აღნიშნული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 22 (ოცდაორი) განცხადება, 5 (ხუთი) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 13 (ცამეტი) განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტებები, ხოლო, 14 (თოთხმეტი) განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების, ნათია მრელაშვილის და დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ). ამასთან, 1 (ერთი) განცხადება წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისათვის განხილვის ეტაპზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის “ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ  საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური მონაცემების/კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობს.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ და „ნ“ პუნქტების, ასევე, 44(1) მუხლის თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მიმდინარე 2015 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ პუნქტი

სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება კომპიუტერში სპეციალური პროგრამის საშუალებით.
მიმდინარე 2015 წლის განმავლობაში, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირების პერსონალური მონაცემების შესახებ საჯარო ინფორმაციის სახით ნაწილობრივ გაცემული იქნა მხოლოდ აღნიშნული პირების თანხმობის საფუძველზე.

3.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ პუნქტი

მიმდინარე 2015 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების მიერ მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, როდესაც საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ ფიზიკური პირის განცხადებაზე არასწორი პასუხი იქნა გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ფიზიკური პირის მიერ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, ფაქტობრივი გარემოებების გათვალსიწინებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, ფიზიკურ პირს უარი ეთქვა მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ერთი და იმავე ფიზიკური პირის მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში წარდგენილი იქნა 4 (ოთხი) ადმინისტრაციული საჩივარი.

1.
2015 წლის 12 მარტს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომელმაც მოითხოვა: 1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაიწყოს დისციპლინარული ადმინისტრაციული წარმოება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 16.02.2015წ. №551/02 და 24.02.2015წ. №667/02 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; 3. დაევალოს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს გამოსცეს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია ფიზიკური პირის 2015 წლის 09 და 18 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებების მიმართ. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2.
2015 წლის 4 ივნისს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომლითაც მოითხოვა: სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2015 წლის 29 მაისს №1967/02 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამეურვეო საბჭოს მიერ რეკომენდაციის გაცემა იმის თაობაზე, რომ დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გამოსცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების შესაბამისად შესაბამისი დოკუმენტი ფიზიკური პირის მიერ 2015 წლის 19 მაისს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ წარდგენილ განცხადებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182(1) მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭომ უარი უთხრა ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

3.
2015 წლის 1 სექტემბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომლითაც მოითხოვა: 1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 5 აგვისტოს №2831/02 და 2015 წლის 26 აგვისტოს №3002/02 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; 2.  დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რათა მან დააკმაყოფილოს ფიზიკური პირის 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადება და მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს: სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ ტელეკომპანია „მე-2 არხის“ 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 2005 წლის პირველ მაისამდე სახელფასო უწყისების დამოწმებული ასლები ხელფასის აღნიშვნის გარეშე. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გაუქმდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 5 აგვისტოს №2831/02 და 2015 წლის 26 აგვისტოს №3002/02 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ ქვედანაყოფის ტელეკომპანია მე-2 არხის 2004 წლის 1 ოქტომბრიდან – 2005 წლის 1 მაისამდე გაცემული ხელფასის უწყისების დამოწმებული ასლების გადაცემის შესახებ ფიზიკური პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4.
2015 წლის 29 ოქტომბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 25.10.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომლითაც მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც მას უარი ეთქვა სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარის 2003 წლის ბრძანების მიწოდებაზე და 2. აღნიშნული ბრძანების მიწოდება. სამეურვეო საბჭოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ზ“ პუნქტი

მიმდინარე 2015 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

დიმიტრი ბერძენიშვილი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი