სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ა) სააგენტოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ შემოვიდა სულ 51 (ორმოცდათერთმეტი) მოთხოვნა
დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა
ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა
მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა
დამუშავების პროცესში
42 მოთხოვნა
4 მოთხოვნა
3 მოთხოვნა
0 მოთხოვნა
2 მოთხოვნა
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა
42 მოთხოვნა
3 მოთხოვნა
იურიდიული სამსახურის იურისტი - თამარ მემანიშვილი
0 გადაწყვეტილება
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 42 (ორმოცდაორი) შემთხვევაში, მათგან 38 (ოცდათვრამეტი) მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა სრულად, ხოლო 4 (ოთხი) მოთხოვნა ნაწილობრივ.
გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით, ხორციელდება სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის პროცესში ასევე ადგილი აქვს სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს გადაეცა სააგენტოს თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის - eHRMS სააგენტოს საქმიანობის პროცესში დანერგვის მიზნით.
სააგენტოს მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშევება ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დ) ინფორმაცია სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.
სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა
პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა
0
0
საანგარიშო პერიოდში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, შესაბამისად დისციპლინური სახდელების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 3 (სამი) შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული 4 (ოთხი) მოთხოვნა. სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის, ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავდა მოთხოვნას, ასევე ის გარემოება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.
ვ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებელს განემარტა მისი უფლებები და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ასევე ინფორმაცია მიეწოდა სააგენტოს იმ სამსახურის შესახებ, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უარის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 10 ნოემბრის N122 ბრძანებით განისაზღვრა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე წლის განმავლობაში ერთჯერადად გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) გაცემა განხორციელდა ბრძანებით დადგენილი ოდენობების ფარგლებში.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ხარჯების გაწევას სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე