„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
მიღების თარიღი 11.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4635-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2015 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ა) მურმან დუმბაძე – | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); |
| ბ) გია ჟორჟოლიანი – | საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; |
| გ) ნოდარ ებანოიძე – | საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; |
| დ) შალვა კიკნაველიძე – | საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; |
| ე) მერაბ კაჭახიძე – | ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“; |
| ვ) პაატა კიკნაველიძე – | საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; |
| ზ) კახაბერ ოქრიაშვილი – | ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე; |
| თ) გოჩა ენუქიძე – | ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე; |
| ი) გიორგი ბარამიძე – | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; |
| კ) სერგო რატიანი – ლ) გიორგი წერეთელი – | ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; |
| მ) თინათინ ბოკუჩავა – | ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; |
| ნ) ნუგზარ წიკლაური – | საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; |
| ო) ირაკლი ჩიქოვანი – | ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე; |
| პ) გიორგი გაჩეჩილაძე – | დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი; |
| ჟ) ნინო ლომჯარია – | სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი; |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№18314, 08.09.2015) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ა) მურმან დუმბაძე –
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია ჟორჟოლიანი –
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
გ) ნოდარ ებანოიძე –
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
დ) შალვა კიკნაველიძე –
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ე) მერაბ კაჭახიძე –
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“;
ვ) პაატა კიკნაველიძე –
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ზ) კახაბერ ოქრიაშვილი –
ფრაქცია „უპარტიო,
დამოუკიდებელი მაჟორიტარების“
თავმჯდომარე;
თ) გოჩა ენუქიძე –
ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე;
ი) გიორგი ბარამიძე –
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
კ) სერგო რატიანი –
ლ) გიორგი წერეთელი –
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
მ) თინათინ ბოკუჩავა –
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ნ) ნუგზარ წიკლაური –
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ო) ირაკლი ჩიქოვანი –
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე;
პ) გიორგი გაჩეჩილაძე –
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;
ჟ) ნინო ლომჯარია –
სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების აღმასრულებელი
დირექტორი;
რ) ეკა გიგაური –
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
ს) ირინა ფუტკარაძე –
„საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე;
ტ) კახა კუკავა –
პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე;
უ) მამუკა კაციტაძე –
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
11 დეკემბერი 2015 წ.
N4635-Iს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1🔗. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან.“.
2. 50-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.“.
2. ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე. სამხარეო პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება იმ პარტიას/ბლოკს, რომელმაც ერთიანი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% ან მეტი. მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.“.
მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. საარჩევნო სისტემა ითვალისწინებს, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას. მაჟორიტარი პარლამენტის წევრები აირჩევიან მაჟორიტარული ოლქების შესაბამისად. არაერთხელ თქმულა მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე, მის უარყოფით მხარეებზე. მაჟორიტარული სისტემის არსებობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს სრულფასოვან ასახვას არჩევნების რეალურ შედეგებზე. ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ საარჩევნო გარემოს შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის არჩევაც ხდება ამომრჩევლის მიერ პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით. პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს შეიცვალოს საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა და ნაცვლად პროპორციული და მაჟორიტარული სისტემისა შემოღებულ იქნეს ერთიანი პროპორციული და სამხარეო პროპორციული სისტემები. 75 პარლამენტის წევრი არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სისტემის საფუძველზე, ხოლო 75 - სამხარეო პროპორციული სისტემის საფუძველზე, რითაც წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტება დამოკიდებული იქნება რეალურ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე. მოხდება პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, უფრო მაღალი ლეგიტიმაციაც. ამავე დროს, აღნიშნული საარჩევნო სისტემის მიმართ გაძლიერდება ამომრჩევლის ნდობაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ახალი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც ჩაანაცვლებს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და შემოღებული იქნება სამხარეო პროპორციული საარჩევნო სისტემა. აღნიშნულმა განაპირობა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტში და 50-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ცვლილების შეტანაც. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა.
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საინიციატივო ჯგუფი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
არანაკლებ 200 000 ამომრჩეველი