სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ამავე კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ამავე კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს 2015 წლის ანგარიშს.

2015 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში წარმოდგენილ იქნა 10 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, რომლებიც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. ამავე პერიოდის განმავლობაში სააგენტოში არ შემოსულა განაცხადი საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის თაობაზე.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სააგენტოს თავმჯდომარის, ბატონი გიორგი მიშელაძის, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი), ქალბატონი ნინო მელიას მიერ.

2015 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სააგენტოს არც ერთ თანამშრომელს არ დაკისრებია დისციპლინარული სახდელი.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავმჯდომარე                                                                          გიორგი მიშელაძე