📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.12.2015
ძალის დაკარგვა 26.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016342
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,597 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2015 მიღება
26.09.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №44 2015 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №219 ბრძანება.   მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში  – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და კომპეტენციას ასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების პრინციპების დაცვით. 4. დეპარტამენტი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეროვნული უსაფრთხოების გარემოს, საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით; ბ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვა; გ) სამინისტროს ეფექტიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში ხელმძღვანელობისთვის ინიციატივებისა და რეკომენდაციების შემუშავება/წარდგენა; დ) თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; ე) ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის და რესურსების მართვის სფეროში. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია 1.    დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული, კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების ანალიზი, შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა; გ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა/წარმართვა; დ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა; ე) განათლებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა; ვ) თავდაცვის რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ზ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა; თ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების და მოხსენებების მომზადება; ი) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით; კ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში კრიზისების მართვასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, უწყებათაშორისი და ორმხრივი თანმშრომლობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმების (თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი - PARP; ყოველწლიური ეროვნული პროგრამა - ANP; ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი SNGP; ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თანამშრომლობის ფორმატები - CSDP) შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ო) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; პ) მინისტრისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მუდმივმოქმედ და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა; რ)  მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 2. კომპეტენციის განხორციელებისას დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო: ა.ა) პოლიტიკის ანალიზის განყოფილება; ა.ბ) განათლებისა პოლიტიკის განყოფილება. ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო: ბ.ა) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება; ბ.ბ) კრიზისების მართვის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განყოფილება. გ) თავდაცვის რესურსების პოლიტიკისა და პროგრამირების სამმართველო: გ.ა) თავდაცვის რესურსების პოლიტიკის განყოფილება; გ.ბ) თავდაცვის პროგრამირების განყოფილება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია 1.      თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება/მონაწილეობა; ბ) უწყებათაშორის ფორმატში თანამშრომლობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა; დ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება; ზ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის თავდაცვის ნაწილის (სამხედრო საფრთხეები) შემუშავების პროცესის კოორდინაცია; თ) სამინისტროს სოციალური პოლიტიკის მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; კ) საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი საქართველოს თავდაცვისა და განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში; ლ)  სამინისტროს განათლების პოლიტიკის მხარდაჭერა. 2.      პოლიტიკის ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა: ა) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის თავდაცვის ნაწილის (სამხედრო საფრთხეები) შემუშავების პროცესის კოორდინაცია; ბ)  სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის მხარდაჭერა; ბ.ა) ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ბ.ბ)  სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ბ.გ) სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. გ) სამინისტროს სოციალური პოლიტიკის მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ე) საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირების პროცესში. 3.      განათლების პოლიტიკის განყოფილების კომპეტენციაა: ა)  სამინისტროს განათლების პოლიტიკის მხარდაჭერა; ბ) ეროვნულ დონეზე, უწყებათაშორის ფორმატებში განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; გ) საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი  სამინისტროს განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის საგანმანათლებლო თემებთან დაკავშირებული ინიციატივების შეთავაზება და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. 4.      თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება/მონაწილეობა; ბ) უწყებათაშორის ფორმატში თანამშრომლობა; გ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; ე) უწყებათაშორის ფორმატებში კრიზისების მართვის პროცესში მონაწილეობა და მიღებული გამოცდილების ანალიზი. 5.      თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების კომპეტენციაა: ა) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა; ბ) სტრატეგიული დაგეგმვის წარმართვის პროცესში მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ფარგლებში  უწყებათაშორისი  კოორდინაცია და თანამშრომლობა; დ) ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობა. 6.      კრიზისების მართვის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განყოფილების კომპეტენციაა: ა) კრიზისების დაგეგმვის და მართვის ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების  შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) კრიზისების მართვისა და სამეთაურო საშტაბო სწავლებებში მონაწილეობა/წარმართვა; გ) კრიზისების მართვასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) შიდაუწყებრივი, უწყებათაშორისი და ორმხრივი თანამშრომლობა. 7. თავდაცვის რესურსების პოლიტიკისა და პროგრამირების სამმართველო: ა) ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება/მონაწილეობა; ბ) სამინისტროში რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება; გ) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ შემუშავებაში მონაწილეობა; დ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის კოორდინაცია; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ვ) მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა. 8.      თავდაცვის რესურსების პოლიტიკის განყოფილების კომპეტენციაა: ა) თავდაცვის რესურსების მართვის კონცეპტუალური ბაზის განვითარება; ბ) სამინისტროს მატერიალური რესურსების მართვის პროცესის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; გ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესში მითითებებისა და რეკომენდაციების განსაზღვრა; დ) თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ე) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა. 9.      თავდაცვის პროგრამირების განყოფილების კომპეტენციაა: ა) თავდაცვის პროგრამული სტრუქტურის შემუშავება; ბ) თავდაცვის ინტეგრირებული პროგრამის შემუშავება; გ) თავდაცვის პროგრამების შესრულების ანგარიშის ანალიზი; დ) პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებისას მიღებული გამოცდილების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა პროცესის შემდგომი სრულყოფის მიზნით; ე) „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ზ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2.  დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; დ) ხელს უწყობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. უფლებამოსილების განაწილების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელებასა და ორგანიზებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარატმენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების და დეპარატმენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; გ) ახორციელებს დეპარტამენტისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 6. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შესულ დოკუმენტაციას; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელებასა და ორგანიზებაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოს მოსამსახურეებზე გაცემული დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლში; გ) ზემდგომი უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; დ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. 8. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; გ) ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს განყოფილების საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ე) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 9.    დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების სამუშაო აღწერებს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრთან შეთანხმებით. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის საქმიანობის და ანგარიშგების უზრუნველყოფა 1. დეპარტამენტის კალენდარული წლის საქმიანობის გეგმას (თვეებისა და ერთეულების მიხედვით გაწერილი საქმიანობა) კალენდარული წლის დაწყებამდე განსაზღვრავს და შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ათანხმებს მინისტრთან. 2. დეპარტამენტის უფროსი მინისტრს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, წარუდგენს ანგარიშს საანგარიშო პერიოდის (იანვარი-ივნისი და ივლისი-დეკემბერი) განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.