სს „ჯორჯიან ქარდის“ განცხადება აქციონერთა კრების შედეგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის” აქციონერთა კრების ოქმი

 

სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის” (ს/კ №204396377, შემდეგში „საზოგადოება”) აქციონერთა საერთო კრება ჩატარდა ორი ათას თხუთმეტი წლის თერთმეტ დეკემბერს ქალაქ თბილისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილი ქ. №8.

   

კრების თავმჯდომარე:

ბატონი გიორგი ქეშელაშვილი (დაბ. 21.01.1968 ქ. თბილისში, პირადი №01019007091, მცხოვრები: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №39 ბინა 40), სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი.

ბ-ნმა გიორგი ქეშელაშვილმა განაცხადა, რომ კრებას ესწრებოდა 1 (ერთი) აქციონერი (აქციონერის წარმომადგენელი), რომელიც ფლობდა საერთო კრების სააღრიცხვო თარიღისათვის არსებულ ხმის უფლების მქონე აქციათა 98.1454 %-ს განთავსებული და ხმის უფლების მქონე 3,500,000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აქციიდან, ანუ 3,435,088 (სამი მილიონ ოთხას ოცდათხუთმეტი ათას ოთხმოცდარვა) ხმას.

ბატონმა გიორგი ქეშელაშვილმა განაცხადა, რომ კვორუმი შედგა და კრება უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. კრების მოწვევის შესახებ გამოცხადებული იყო „საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაგზავნილი იყო წერილობითი შეტყობინებებიც.

 

დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი:

1. ნებადართული კაპიტალის გაზრდა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

2. ნებადართული კაპიტალის ფარგლებში აქციების გამოშვება/განთავსება;

3. სს „ჯორჯიან ქარდის“ სტრუქტურის შესაძლო მოდიფიცირება.

ვინაიდან დღის წესრიგთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით არ გამოთქმულა შენიშვნები, კრება მუშაობას შეუდგა გამოცხადებული დღის წესრიგის შესაბამისად.

 

დღის წესრიგის პირველი საკითხი – ნებადართული კაპიტალის გაზრდა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.

კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიზნესის მართვის ოპტიმიზაციის მიზნით მიზანშეწონილია სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის” (ს/კ №204542003) მიერ, შვილობილი კომპანია – შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას” (ს/კ №205130464) წილის 100%-ი (შემდეგში „ინვესტიცია“) შეტანილ იქნეს სს „ჯორჯიან ქარდის” (ს/კ №204396377) კაპიტალში. ამდენად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოების ნებადართული (განცხადებული) კაპიტალი გაიზარდოს 7,006,033 (შვიდი მილიონ ექვსი ათას ოცდაცამეტი) აქციით და განისაზღვროს იგი 12,000,000 (თორმეტი მილიონი) აქციით. შესაბამისად, დამტკიცდეს საზოგადოების წესდების ახალი რედაქცია, ზემოაღნიშნული ცვილების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილება სს „ჯორჯიან ქარდის” ნებადართული კაპიტალის გაზრდის შესახებ მიღებულ იქნა ერთხმად.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხი – ნებადართული კაპიტალის ფარგლებში აქციების გამოშვება/განთავსების შესახებ.

კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აქციონერს (სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის” (ს/კ №204542003)) საზოგადოების კაპიტალში შემოტანილი ინვესტიციის სანაცვლოდ, რომლის ღირებულება შეადგენს 16,752,264 (თექვსმეტი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ორას სამოცდაოთხი) ლარს, უნდა გადაეცეს ჯამში 8,223,989 (რვა მილიონ ორას ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრა) ცალი ჩვეულებრივი აქცია, თითო აქცია ღირებულებით 2,0370 ლარი. აქედან, საზოგადოებას გააჩნია გამოშვებული, მაგრამ განუთავსებელი 1,493,967 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელსაც განათავსებს აქციონერის სახელზე და ასევე, დამატებით ექნება გამოსაშვები 6,730,022 (ექვსი მილიონ შვიდას ოცდაათი ათას ოცდაორი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც ასევე განთავსდება აქციონერის – სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზის” (ს/კ №204542003) – სახელზე.

გადაწყვეტილება, სს „ჯორჯიან ქარდის” ნებადართული კაპიტალის ფარგლებში ახალი 6,730,022 (ექვსი მილიონ შვიდას ოცდაათი ათას ოცდაორი) ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოშვებისა და ჯამში, საზოგადოების 8,223,989 (რვა მილიონ ორას ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრა) ცალი ჩვეულებრივი აქციის აქციონერის სახელზე განთავსების შესახებ, მიღებულ იქნა ერთხმად.

 

დღის წესრიგის მესამე საკითხი -– სს „ჯორჯიან ქარდის” სტრუქტურის შესაძლო მოდიფიცირების შესახებ.

კრების თავმჯდომარე გამოვიდა რეკომენდაციით აღნიშნული საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ერთხმად.