„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1133
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.001.747
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 12/04/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ არ მოხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც ქონება არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენს საქართველოს ეკო-ნომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო), გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. ამასთან, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 მარტი.

№1133–Iს