„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2015 წლის 15 დეკემბერი ქ. რუსთავი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“.
გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს მიერ დადგენილი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ბ) საერთო სარგებლობის ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებას, ორგანიზებას, მართვასა და რეგულირებას;
გ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების სრულყოფას;
დ) ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას;
ე) მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვას და მგზავრობის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას;
ვ) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების ღონისძიებების შემუშავებას და მათი რეალიზაციის ხელშეწყობას;
ზ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
თ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული საწარმოების საქმიანობის კოორდინაციას;
ი) საერთო სარგებლობის გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას, საკრებულოში დასამტკიცებლად მათ წარდგენას, ხოლო შემდგომში მათ დანერგვას და შესრულებას;
კ) ქალაქის მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემის შემუშავებას და დასამტკიცებლად საკრებულოში წარდგენას, მის პერიოდულ შესწავლას და სქემების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და/ან საკრებულოს სამართლებრივი აქტებით თუ დავალებებით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას.“.
.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.12.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №137. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.160.016347.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №137, 15.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3094573/