,,ქალაქ ამბროლაურში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2015 წლის 14 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
ა) წესის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)წესი ვრცელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაჭერილ და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეზე, მფლობელზე.“
ბ) წესის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)ცხოველის მოვლა პატრონობა-ცხოველის კვება,ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა,საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით.“
გ) წესის მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუქტი ამოღებულ იქნეს
დ) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (ქალაქის ტერიტორიული ერთეულების ცენტრალურ ნაწილებში, ქალაქის პარკებში, ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) აკრძალულია შინაური ცხოველების გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში ქალაქ ამბროლაურში უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვზე კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც განახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სმსახური“-ს მეშვეობით. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ახდენს მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება.“
ე) წესის მე-5 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული შინაური მოხეტიალე ცხოველების იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებისა და დარწყულების უზრუნველყოფით.“
ვ) წესის მე-5 მუხლის მე-6 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია;
ზ) წესის მე-5 მუხლის მე-6 პუქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს
თ) წესის მე-5 მუხლის მე-7 პუქტი ამოღებულ იქნეს
ი) წესის მე-7 მუხლის პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“
კ) წესის მე-7 მუხლის მე-3 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ქალაქ ამბროლაურის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურს“, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოახდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.“
ლ) წესის მე-7 მუხლის მე-4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონის მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მესაკუთრეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.“
მ) წესის მე-7 მუხლის მე-5 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ.“
ნ) წესის მე-7 მუხლის მე-6 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების მომენტიდან მესაკუთრე (მეპატრონე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ ჯარიმასა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, იგი ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება სამართალდამმრღვევის მიერ გადასახდელი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის უკვე ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება.“
|