ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიშს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 13 განცხადება შემოვიდა. აქედან 13 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევა არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევა არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკრებულოს აპარატის სპეციალისტის, მარიკა ზაქარაშვილის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი) მიერ. გადაწყვეტილებათა რაოდენობა 13, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯი არ გაწეულა.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი არ ყოფილა.
შემაჯამებელი კომენტარი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესების შეჯამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების /ფაქტების კომენტირება:
2015 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 13 განცხადება, რომელთაც პასუხი გაეცათ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“?
- „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3095314/