ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში
(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2014 წლის 10 დეკემბრიდან
2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 16 განცხადება. მათ შორის მოთხოვნის შესაბამისად 12 (თორმეტი) განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ერთ შემთხვევაში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო 3 (სამი) შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 8 (რვა) შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია,5(ხუთი) შემთხვევაში კი მოქალაქე, ხოლო 3 (სამი) მოთხოვნა შემოვიდა სამეწარმეო იურიდიული პირებისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსული 8 (რვა) განცხადებიდან 3 (სამი) შემთხვევაში განმცხადებელი წარმოადგენდა ბეჭდურ მედიას ან სხვა მედია საშუალებას.
ბ) 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემისმოთხოვნით 3 (სამი)განმცხადებელს ეცნობა წერილობით ათდღიანი ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო 13 - ზე (ცამეტი) დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
გ) 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
დ) სახელწიფო რწმუნებულს – გუბერტნატორს განკარგულების საფუძველზე დადგენილი აქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა კაკაჩია.
ე)საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაცია ეყრდნობოდა ,,საქართველოს კონსტიტუციითა“და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკამყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში არ მოიპოვებოდა.
ვ) ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
თ) ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო პერიოდში საჯაროინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოშობილა.
ლ. შონია