დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე (საანგარიშო პერიოდი) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 46 მოთხოვნა, საიდანაც 44 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილებული მოთხოვნიდან ერთ-ერთი მოთხოვნის ნაწილი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნილი ინფორმაციის პერსონალურ მონაცემებზე კუთვნილების გამო. 1 მოთხოვნაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა სცილდებოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებს და განმცხადებლის მოთხოვნა, შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოში, ხოლო გადამისამართების ასლი გადაეცა განმცხადებელს. 1 მოთხოვნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ინფორმაცია, რომლის გაცემაზეც განმცხადებელს ეთქვა უარი, არ გასაჩივრებულა.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის შესახებ არ შემოსულა განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირად 2015 წლის 1 იანვრიდან 6 ივლისამდე პერიოდში განისაზღვრებოდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ხოლო 2015 წლის 6 ივლისიდან დღემდე - სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მინისტრის მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი