„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4632-Iს
სარეგისტრაციო კოდი
070000000.05.001.018023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9013 მუხლი:

„მუხლი 9013. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

2. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ათავსებს აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის აღსრულების პოლიციას მიმართავს.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4632-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2015.
როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4632-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 070000000.05.001.018023.
რამდენი მუხლისგან შედგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4632-Iს, 11.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.018023 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3097720/