საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 2 აპრილის N35/04 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №117
2015 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის თანდართული ნუსხა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა
1. ცეცხსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი, რევოლვერი;
ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ხელის ტყვიამფრქვევი;
ე) ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სნაიპერული შაშხანა;
თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;
ი) ყუმბარმტყორცნი;
კ) ნაღმმტყორცნი.
2. საბრძოლო მასალა:
ა) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა;
ბ) ხელყუმბარა;
გ) ასაფეთქებელი ნივთიერებები;
დ) ნაღმი;
ე) გაზი;
ვ) რეაქტიული ყუმბარტყორცნი.