საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 188-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
2
3
ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები
2206 00
სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
1 ლ
5
2207
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით
1 ლ
10
2208 20
– სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით)
1 ლ
9.2
2208 30
– ვისკი
1 ლ
15
2208 40
– რომი და ტაფია
1 ლ
15
2208 50
– ჯინი და ღვიის ნაყენი
1 ლ
15
2208 60
– არაყი
1 ლ
10
2208 70
– ლიქიორები
1 ლ
9.2
2208 90 110 00
– – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები
1 ლ
10
2208 90 190 00
– – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით
2 ლ-ზე მეტი
1 ლ
10
2208 90 330 00
– – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები
1 ლ
9.2
2208 90 380 00
– – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი
– – ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად
1 კგ
25
2403 19 000 00*
– – დანარჩენი
1 კგ
25
2403 99 100 00
– – – საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო
1 კგ
25
“;
ბ) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამი. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
11 დეკემბერი 2015 წ.
N4615-Iს
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია