„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 15 ივნისი.
№1622–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1622. სარეგისტრაციო კოდი — 130.030.000.05.001.001.868.
- სად არის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1622, 15.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.001.868 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31012/