სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

 

სსიპ - ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის 2015 წლის 3 დეკემბრის №1/კ-101 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ-ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი მზია ხუბულავა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა  სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი სოფიო მაქანდარაშვილი.

ა) 2015  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 11 (თერთმეტი) განცხადება,  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა.

ბ) დაკმაყოფილდა 11 (თერთმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე  შემოვიდა 3 (სამი)   მოთხოვნა.

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

 

 

სსიპ - ქალაქ ქუთაისის N33 საჯრო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

11 (თერთმეტი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

11 (თერთმეტი)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0(ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

3 (სამი)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)

 

სსიპ - ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო

სკოლის დირექტორი                                                                         მარინა ისკაკოვა