საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ანგარიშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.
2015 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 113 განცხადება, აქედან:
ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 104 განცხადებაზე;
ბ) 2 განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) 2 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
დ) 2 განცხადება გადაიგზავნა ქვემდებარეობით;
ე) 1 განცხადება ჩამოიწერა (განმცხადებლის მიერ არ იქნა გადახდილი შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობა);
ვ) 2 განცხადება დამუშავების პროცესში.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ორივე შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ შემოსულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 85.15 ლარი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 13 შემთხვევაში, აქედან 10 სხდომა ეხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეების განხილვას, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში საკითხი ეხებოდა 3 წლით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შემფასებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევას (წილისყრა), სისტემაში არსებულ კორუფციულ საფრთხეებზე ზოგიერთი მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების განხილვასა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კომისიის შემადგენლობის შექმნას.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა თეა ჯაფარიძემ.
2015 წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.
ლევან მურუსიძე