თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2015 წლის 17 დეკემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ ცენტრთან.
2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. პროგრამის არსი
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.
2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით კვირაში ორჯერ მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:
ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი – დ.თიანეთი;
ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო – დ.თიანეთი;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ.თიანეთი;
დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო- დ.თიანეთი;
ე) დ.თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა;
ვ) სოფ.ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი – დ.თიანეთი;
ზ) სოფ. ღულელები - დ.თიანეთი;
თ) სოფ. ბოჭორმა – დ.თიანეთი;
ი) დ.სიონი - დ.თიანეთი
კ) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი
3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს:
ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა;
ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო –
დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;
დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;
ე) დ.თიანეთის შიდა მარშუტი -სოფ ჟებოტა -0,20 ლარისა;
ვ) სოფ.ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი – დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;
ზ) სოფ. ღულელები – დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;
თ) სოფ. ბოჭორმა – დ.თიანეთი – 1,0 ლარისა;
ი) დ.სიონი - დ.თიანეთი-0,70 ლარისა;
კ) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამა მოქმედებს 2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 90000 ლარით.
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.