საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №70/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ 2022 წლის 1 ოქტომბრის თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №70/2015
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-12 და მე-14 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის (შემდგომში - „შენობა“) ვიდეოთვალთვალი, მიმდინარეობს მხოლოდ შენობაში მომუშავე პირთა უსაფრთხოებისა და შენობისა და მასში განთავსებული საკუთრების დაცვის მიზნით.
მუხლი 2🔗
ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება.
მუხლი 3🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას ვიდეოთვალთვალის წარმოების შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რომლის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემი მუშავდება, ჩაითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად.
მუხლი 4🔗
შენობაში, სამუშაო ადგილზე და დერეფანში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე და დერეფანში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას ცესკოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებულია, მოახდინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებული ყველა პირის წერილობითი ფორმით ინფორმირება, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებს, საჭიროებისამებრ ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗
ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
მუხლი 7🔗
ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უზრუნველყოფს დერეფანში, შენობაში და მის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ინფრასტრუქტურის და ინფორმაციის შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემის შექმნას.
მუხლი 8🔗
არსებული ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.
მუხლი 9🔗
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მის შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეაგროვოს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე;
გ) მისამართი;
დ) შენობაში შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო;
ე) ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები ინახება ცესკოში და მათი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს, მათ შორის კონკრეტული ინფორმაციის შენახვის პერიოდს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ცესკოს თავმჯდომარე ბრძანებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ინფორმაციის წაშლა ან განადგურება უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 10🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗
დაევალოს ცესკოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 12🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 13🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი