სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ – საჯარო სკოლის 2014 წლის 6 მაისის №1/კ - 04 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ჯენი გერგაია.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში,სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 31 (ოცდათერთმეტი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში არ შემოსულა არც ერთი მოთხოვნა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 29 (ოცდაცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა შემოვიდა 2 (ორი) მოთხოვნა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა შემოვიდა 2 (ორი) მოთხოვნა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 31 (ოცდათერთმეტი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 29 (ოცდაცხრა) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 2 (ორი) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 2 (ორი) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
სკოლის დირექტორი ინგა ხვიჩია