2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.025.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.11.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.12.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №112
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.
2.
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
4.
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრის №135 ბრძანება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე