სსიპ ქ. ზუგდიდის №3 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                                                                საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს

 

     წარმოგიდგენთ  სსიპ  ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლის 2015  წლის  ანგარიშს  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  49 – ე  მუხლის                შესაბამისად, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  „ინფორმაციის  თავისუფლების“  თავით  გათვალისწინებული  მოთხოვნების  შესრულების  თაობაზე.

       საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  49 – ე  მუხლის  შესაბამისად  და  ამავე  კოდექსის   III თავით   დადგენილი    მოთხოვნების  შესრულებისა  და  საჯარო  ინფორმაციის  გაცემა / არგაცემის   სტატისტიკასთან  დაკავშირებით,  წარმოგიდგენთ  სსიპ  ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლის                        2015  წლის   ანგარიშს:

   ა)   სსიპ  ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლაში  სულ  შემოვიდა  3 მოთხოვნა             საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  თაობაზე.   მოთხოვნა  არ  შემოსულა  საჯარო  ინფორმაციის  შესწორების  თაობაზე.  სკოლის  მიერ  საჯარო  ინფორმაციის              გაცემაზე  უარის  თაობაზე  გადაწყვეტილება  არ   ყოფილა   მიღებული.

   ბ)  სსიპ  ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლაში  დაკმაყოფილდა  3 მოთხოვნა  და            არ  ყოფილა  მიღებული  არცერთი  გადაწყვეტილება   მოთხოვნის  დაკმაყოფილებაზე  უარის  თქმის  შესახებ.

  გ)  სსიპ  ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლის  მონაცემთა  ბაზების  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა.  საჯარო  დაწესებულების   მიერ  პერსონალური    მონაცემების  შეგროვების,  დამუშავების,  შენახვის  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა.  პერსონალური  მონაცემების  სხვისთვის  გადაცემის  თაობაზე   მოთხოვნა  არ  შემოსულა.

 დ)  2015 წლის  საანგარიშო   პერიოდში   სსიპ   ქ. ზუგდიდის  N3  საჯარო  სკოლაში  დასაქმებულთა  მიერ  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსით  დადგენილი   მოთხოვნები  არ   დარღვეულა   და   პასუხისმგებელ  პირებზე    შესაბამისი  დისციპლინური  სახდელი   არ   დადებულა.

ე)   სკოლას  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარი  არ  უთქვამს,  შესაბამისად,  არ  გამოუყენებია  მოქმედი  საკანონმდებლო  აქტები.

ვ)  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  49 – ე  მუხლის  „ზ“  პუნქტის  მოთხოვნასთან   დაკავშირებით   მოგახსენებთ,  რომ  სკოლის  ინფორმაციის  დამუშავებისა  და  გაცემის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილება   არ  გასაჩივრებულა.  სკოლის  მიერ  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილება   არ  მიღებულა.   აქედან   გამომდინარე,   არ   გვაქვს  ინფორმაცია  გასაჩივრებასთან  დაკავშირებული  ხარჯების  და  მათ  შორის  მხარის  სასარგებლოდ  გადახდილი  თანხების  თაობაზე.

   ამასთან  სკოლის  2015  წლის  ანგარიშს  წარმოგიდგენთ  ცხრილის   ფორმით:

                           ანგარიში

 

  რაოდენობა

 

მოთხოვნა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  თაობაზე

 

3

საჯარო  ინფორმაციაში  შესწორების  შეტანის  თაობაზე  მოთხოვნა

 

0

საჯარო  ინფორმაციის  მოთხოვნაზე  უარის  თქმის  თაობაზე  მიღებული  გადაწყვეტილება

 

 

0

 

საჯარო  მონაცემთა  ბაზის  თაობაზე  მოთხოვნა

 

 

0

პერსონალური  მონაცემების  შეგროვების,  დამუშავებისა  და  შენახვის  თაობაზე  მოთხოვნა.

 

0

მოთხოვნა  პერსონალური  მონაცემების   შემცველი  ინფორმაციის  სხვისთვის  გაცემის  თაობაზე.

 

0

საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  მიღებული  გადაწყეტილების  გასაჩივრების  შესახებ

 

0

 დაწესებულების  მიერ  ინფორმაციის  დამუშავებისა  და

გაცემასთან,  აგრეთვე  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილების  გასაჩივრებასთან  დაკავშირებული  ხარჯების,  მათ  შორის    მხარის  სასარგებლოდ  გადახდილი  თანხების  შესახებ

 

 

0

 

 

პატივისცემით, 

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო

სკოლის დირექტორი:                                                                                   /ლევან ღურწკაია/