„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტირის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის N05/66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/83
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/83

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის №05/66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის  2015 წლის 22 სექტემბრის №05/66 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს სპეციალისტი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ვებადმინისტრირების სფეროში 2-წლიანი;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი; Photoshop, Sony Vegas Pro, Adobe Audition) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა  კარგად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-3 და მე-4 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა  კარგად.

მუხლი 4. მინისტრის აპარატის პროტოკოლის მთავარი სპეციალისტი:

პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი,  ამასთან პროტოკოლის სფეროში  – მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი; Photoshop, Sony Vegas Pro, Adobe Audition)) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სრულყოფილად.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე