სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2015
ძალის დაკარგვა 30.03.2022
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.168.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,463 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2015 მიღება
30.03.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ქონება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
მუხლი 2
დაწესებულების ხელმძღვანელი
მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივების დასახელება
% ლარი
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2015 წლის 17 დეკემბერი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე  პუნქტისა და  „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების   საფუძველზე  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში  და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული  ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და  განკარგვის წესი“    დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში  და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული  ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და  განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში   და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული  ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და  განკარგვის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის  ჩატარება 1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად. 2. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი საშუალებების  ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაცის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება შესაბამის დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის თავმჯდომრისაგან. 3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყვნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვავაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია. თუ კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შეუძლია მისი შეცვლა. 6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან ფორმა №2) და ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა№3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალკ-ცალკე. 7. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საინვენტარიზაციო კომისიის წევრი. მუხლი 5🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესები  საინვენტარიზაციო კომისია: 1. ანხორციელებს  არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით. 2. ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს. 3. ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს  აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზური აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად. 4. ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას. მუხლი 6🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის)  აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალკ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპიური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა  №3) და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს  „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა  და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად  მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დაგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 7🔗. ჩამოწერის შედაგად მიღებული ქონების  განკარგვა 1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის  ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება ლიკვიდაციას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებული ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი  ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება დაწესებულების  მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოსათვლელად ივსება ფორმა №4. მუხლი 10🔗. მცირეფასიანი აქტივების ლიკვიდაციის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1 და/ან ფორმა №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების  (ფორმა №3) შევსების წესი არ  ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20  წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება -------------------------------------------------------------------------------------- № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკუ რი ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ დე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასების კოეფი ციენტი საქართ ველოს პრეზიდენ ტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძველზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიც ხის ნორმა ძირითა დი ფონდის სრულ აღდგენა ზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლა რი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20        კომისიის წევრები:                                                            1                                                                                                        2                                                                                                        3                                                                                                        4                                                                                                        5 ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება---------------------------------------------------------------------------------------- № ძირითადი საშუა ლების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფასე ბამდე ფიზიკუ რი ცვეთა გადაფასე ბამდე ნარჩენი საბალა ნსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი) გრ.5-გრ.9) გადაფასე   ბის კოეფიცი  ენტი საქართვე  ლოს პრეზიდე ნტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებუ ლების საფუძვე ლზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობრი ვი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დოლა რი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20       კომისიის წევრები                                                              1.                                                                                                        2.                                                                                                        3.                                                                                                        4. ფორმა №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20 წლის ---------------------------------- მესაკუთრის, ბალანსმფლობელის დასახელება--------------------------------------------------------- № ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუა  ტაციაში შესვლის წელი საწყისი საბალანსო ღირებულება. გადაფასებამ  დე ცვეთა გადაფასება  მდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/ ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/ ნარჩენი საბალანსო ღირებულება /ლარი/ შენიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 2 3 4 5 6 კომისიის შემადგენლობა:--------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წლის ---- ------------------ № ------- ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი ------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------                                                                                            კომისიის დასკვნა   ------------------------------------------------------------                                                                                            კომისიის წევრები: 1 -------------------------------------------                                                                                                                                2 --------------------------------------------                                                                                                                                3 --------------------------------------------                                                                                                                                4 --------------------------------------------                                                                                                                                5 --------------------------------------------                                                                                ვამტკიცებ: ორგანოს /დაწესებულება/ ხელმძღვანელი:                                                                                      ბ.ა. ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა ლარი დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................) ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... ბუღალტერი:                                                                         20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: ვამტკიცებ: ორგანოს /დაწესებულება/ ხელმძღვანელი       ბ.ა.