აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 010250040.33.062.016086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №335
2015 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება (დანართი N1);
ბ) პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება (დანართი №2);
გ) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს დებულება (დანართი №3);
დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №4).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ქეთევან ბაკარაძე
დანართი №1
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ საკითხთა დარეგულირებაში მონაწილეობა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
2. სათანადო მოქმედებების განხორციელება, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
3. მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაციონარული სამედიცინო დახმარების, მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზებული გამოკვლევების ხელშეწყობა;
5. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის საკითხთა დარეგულირებაში მონაწილეობა;
6. დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა;
7. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების განხორციელება. ასევე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წერილობითი და ზეპირი მითითებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ასევე, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ამზადებს ანგარიშს (პერიოდული, წლიური) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ი) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, ასრულებს მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის დავალებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები)
1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომლის (რომელთა) თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე;
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სამსახურის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) პასუხისმგებელა მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელა მისთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დეპარტამენტის დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალურ საკითხთა დარეგულირებაში მონაწილეობის მიზნით, ჯანდაცვითი და სოციალური პროფილის პროგრამების შემუშავება;
2. სამინისტროში მოქმედი ჯანდაცვითი და სოციალური პროფილის პროგრამების კოორდინაცია და მონიტორინგი;
3. სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. კონკრეტული პროგრამის შემუშავების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
2. ჯანდაცვითი პროფილის პროგრამების შემუშავება და მათი კოორდინაცია;
3. სოციალური პროფილის პროგრამების შემუშავება და მათი კოორდინაცია;
4. პროგრამების განხორციელება ან/და პროგრამის განხორციელებაში ხელშეწყობა;
5. პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი, პერიოდული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
6. სახელმწიფო პროგრამებთან დუბლირების თავიდან აცილების მიზნით სათანადო მოქმედებების განხორციელება;
7. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი;
8. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისიწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ასევე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ზეპირი და წერილობითი მითითებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი უფლებამოსილება
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია
ა) ზემო აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებები;
ბ) გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები.
მუხლი 5🔗. სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ამზადებს ანგარიშს (პერიოდული, წლიური) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ი) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და კურსებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები)
1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომლის (რომელთა) თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე;
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სამსახურის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მისთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დეპარტამენტის დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს (შემდეგში - სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სამმართველოს აქვს ბეჭედი და შტამპები, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
7. სამმართველო საქმისწარმოებას ახორციელებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით;
8. სამმართველოში ელექტრონული ფორმით საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, რომლის წესს ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗. სამმართველოს ძირითადი ამოცანები
სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს საქმისწარმოების განხორციელება;
2. ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
3. სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
4. საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
5. სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. სამმართველოს კომპეტენცია
სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია და მოძრაობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
2. სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;
3. საქმისწარმოებისთვის განკუთვნილი ბეჭდისა და სარეგისტრაციო შტამპების შენახვა და არსებული წესის შესაბამისად გამოყენება;
4. მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;
5. კომპეტენციის შესაბამისად სათანადო მასალების მომზადება სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
6. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტების ასლების დამოწმება;
7. მინისტრის ბრძანებით შემოღებული სხვადასხვა ჟურნალების წარმოება;
8. სამინისტროდან მივლინებული (ასევე სამინისტროში მოვლინებული) პირების სამივლინებო ბარათების დამოწმება;
9. სხვადასხვა მიზეზების გამო, გამოსაყენებლად უვარგისი ბრძანებისა და კორესპოდენციის ფურცლის განადგურება;
10. სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
11. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის (სერტიფიკატის) გაცემა;
12. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;
13. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
14. საკონკურსო-საასტესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე ატესტირების შედეგების სისტემატიზება;
15. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
16. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობით უზრუნველყოფა;
17. გათავისუფლებულ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლის წარმოება;
18. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, სამინისტროს თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაყვანის შესახებ;
19. სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
20. შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;
21. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
22. სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა;
23. სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადება, გაცემა და აღრიცხვა;
24. სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
25. სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
26. სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
27. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
28. ყველა ინსტანციის სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა და სასამართლო დავების ანალიზი;
29. სამინისტროში შემოსული და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
30. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნება;
31. საარქივო საქმის წარმოება, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
32. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოსათვის გადაცემა ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით;
33. დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის გადაცემა საამისოდ უფლებამოსილ პირებზე;
34. სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების განხორციელება. ასევე, მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზეპირი და წერილობითი მითითებების შესრულება.
თავი III
სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილება
მუხლი 4🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ასევე, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ამზადებს ანგარიშს (პერიოდული, წლიური) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოხელეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ი) შუამდგომლობს მინისტრთან სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
კ) ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესის დაცვის კონტროლს და მათი დარღვევის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, სათანადო ინფორმაციას აწვდის მინისტრს;
ლ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს. ასევე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზეპირ და წერილობით მითითებებს.
მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები)
1.სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლის თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2.სამმართველოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე;
3.სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე;
4.სამმართველოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ასევე, სამმართველოს უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 6🔗. სამმართველოს სხვა საჯარო მოსამსახურე
1.სამმართველოს მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.სამმართველოს მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე.
3.სამმართველოს საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) პასუხისმგებელა მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელა მისთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამმართველოს დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის (შემდეგში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. სამსახური საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები
სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
1.სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
2.სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და სათანადო მოქმედებების განხორციელება.
მუხლის 3. სამსახურის კომპეტენცია
სამსახურის კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
2. სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებაში განსახილველად წარდგენა;
3. დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;
4. სამინისტროს ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
5. სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად;
6. სამინისტროს სისტემის მასშტაბით ნაერთი ბალანსების ან/და კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
7. სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინვენტარიზაციის საფუძველზე სათანადო მოქმედებების განხორციელება;
8. საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
9. სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულების ანალიზი;
10. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;
11. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის და მინისტრის თანხმობის საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის (შემდგომში – შესყიდვა) განხორციელების ორგანიზება;
12. შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
13. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;
14. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება, ასევე მათში ცვლილებების პროექტების მომზადება;
15. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;
16. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების აღრიცხვის წარმოება;
17. სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
18. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება. ასევე, მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული წერილობითი და ზეპირი მითითებების შესრულება.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილება
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ასევე, მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ამზადებს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ი) შუამდგომლობს მინისტრთან სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
კ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს;
ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
ნ) ახორციელებს მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 6🔗. სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე:
ა) ასრულებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელა მისთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.