„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 17.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2015 წლის 17 დეკემბერი
ქ. ახალციხე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლისა ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 01 ივლისიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი მოქმედებს 2016 წლის 01 ივლისამდე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
მუხლი 1🔗.
მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ჩასატარებელი გამოკვლევის შემთხვევაში:
ა.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ა.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
ა.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა);
ა.ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
ა.ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ბ)
ჩატარებული გამოკვლევების შემთხვევაში:
ბ.ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ.ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ.ე)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ნაღდი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ბ.ვ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ბ.ზ)
მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
3.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).
მუხლი 2🔗.
მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 2200 (ორიათასორასი) ლარისა.
გ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადსტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (წინასწარი კალკულაცია);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარულად და ამბულატორიულად ჩასატარებული მკურნალობის ხარჯების ერთჯერად დაფინანსებას შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1.
ეს მუხლი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (საქართველოს მოქალაქეებისა და ლტოლვილების) სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი მკურნალობის დაფინანსებას (რომელიც არ არის გათვალისწინებული მუხლი 3🔗-ით) შემდეგი რედაქციით:
ა)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.
ბ)
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 120 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.
გ)
მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება, გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან შვილი, შვილიშვილი, მშობელი დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამდსტურებელი დოკუმენტი);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ვ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი-კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ)
საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:
ა)
სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
ბ)
სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
გ)
ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;
დ)
საზღვარგარეთ ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურება;
ე)
ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), ფსიქოთერაპია;
ვ)
თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
1.
მიმდინარე კალენდარულ წელს დაბადებული და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, მშობლები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას შემდეგი რედაქციით:
ა)
პირველი და მეორე ახალშობილისთვის - 125 ლარს.
ბ)
მესამე ახალშობილისთვის - 200 ლარს.
გ)
მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის - 250 ლარს.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დამარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ვ)
ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
5.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ახალშობილის ოჯახში მცხოვრები ბავშვები.
6.
ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილი შეეძინათ გასული კალენდარული წლის დეკემბრის თვეში, მაგრამ 2015 წელში არ მოუმართავთ ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად.
მუხლი 7🔗.
ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეების სწავლის ღირებულება დაფინანსდება გადასახდელი თანხის 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ)
პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ)
დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე)
მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.
2.
ააიპ სამუსიკო და სამხატვრო სკოლების კონტინგენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლის სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის სამხატვრო სკოლაში", ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 100%-ით. დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ)
პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ)
დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე)
მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.
3.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ მშობელთა შვილების სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 2-ე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნული კატეგორიის მე- 4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" დაფინანსდება 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ)
ომის მონაწილის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ე)
ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ვ)
გარდაცვალების მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ზ)
ლტოლვილის, ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა;
თ)
მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა.
მუხლი 8🔗.
ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუმივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობლის შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
ვ)
დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები (ბავშვის ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);
ზ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
2.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში" და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში" სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
ვ)
დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები (ბავშვის ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადეგენელი რეგისტრირებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);
ზ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);
ვ)
ვეტერანის მოწმობის ასლი; (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);
ზ)
ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);
თ)
შშმ პირის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილებისთვის);
ი)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);
კ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);
ლ)
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებული და ამავდროულად მუმივად მცხოვრებ მოსწავლეებზე.
მუხლი 9🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამისილი პირი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის მოწმობის ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე)
დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ)
განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან უფლებამისილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
4.
აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა, აგრეთვე დევნილისა და ვეტერანის გასული წლის დეკემბრის თვეში გარდაცვალების შემთხვევაშიც.
მუხლი 10🔗.
მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება.
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქის სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის წერილობითი განცხადება
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციაპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი მოქალაქის და დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის შესახებ.
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 2012 წლის მაისის თვეში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე:
ა)
შურა ლაბაძე (პირადი №47001026021);
ბ)
ივანე ლაბაძე (პირადი №47001030342);
გ)
მარიამ კაპანაძე (პირადი №47001019536);
დ)
მარიამ ლაბაძე (პირადი №47001034719);
3.
შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციაპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარებისათვის კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტი ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ მეწყერის შედეგად დაზარალებულ, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკარო ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2.
თანამონაწილეობისას მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის ოდენობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ დარჩენილი გადასახდელი თანხიდან - არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით.
3.
თანადაფინანსებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება;
ბ)
განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობა, ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შასაძენად მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობის განხორციელების თაობაზე, სადაც მითითებული იქნება შესაძენი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ან ბენეფიციარის მიერ შასაძენ უძრავ ქონებაზე ფაქტიურად გადასახდელი თანხის ოდენობა;
დ)
გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ;
ე)
უძრავი ქონების გამყიდველის პირადობის მოწმობის ასლი;
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მყიდველის პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311; 312).
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვა ტერიტორიული ბრძოლების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 211; 212).
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი.
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501) მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირების მონაცემების შესახებ.
ბ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
მოსარგებლის ვეტერანის მოწმობის ასლი.
დ)
მოსარგებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი.
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
უხუცესთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები 99 წელს გადაცილებული უხუცესები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ 99 წელს გადაცილებული უხუცესის მონაცემების შესახებ.
ბ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
მოსარგებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
შშმ პირთა სოციალური დახმარება.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო პირები (I-II ჯგუფი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (I ჯგუფი), გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმრებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და 3 დეკემბერს-შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 ლარის ოდენობით.
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა მონაცემების შესახებ.
ბ)
შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
შშმ პირის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი.
დ)
შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 18🔗.
შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმრებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ)
შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე)
შშმ ბავშვის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი;
ვ)
შშმ ბავშვის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხობრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა)
საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
ბ)
არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;
4.
მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 20🔗.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით .
2.
საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
გამქირავებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების მსურველი მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 21🔗.
სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ოჯახების სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას, დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს, მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ).
2.
თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა აგრეთვე მუხლი 20🔗-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზეც.
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ოჯახის შესახებ;
ბ)
ბენეფიცირის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
მუხლი 22🔗.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჰემოდიალიზით, მიიღებენ სოციალურ დახმრებას 600 ლარის ოდენობით.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ, 150-150 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ჰემოდიალიზით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი).
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დ)
მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)
მოსარგებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 23🔗.
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა ოჯახები მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, სააღდგომოდ და საახალწლოდ.
2.
თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემების შესახებ.
ბ)
ლტოლვილის/დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ლტოლვილის/დევნილის მოწმობის ასლი;
მუხლი 24🔗.
დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება.
ბ)
მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი.
ე)
ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები.
ზ)
მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 25🔗.
გარდამავალი დებულებანი
1.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი’’-ს მუხლი 1🔗 - 4-ით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუდმივად ცხოვრების დადასტურება სავალდებულო არ არის შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის:
ა)
სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთა ოჯახების მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 -ს.
ბ)
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისათვის და შშმ ბავშვებისათვის;
გ)
დევნილებისა და ლტოლვილებისათვის.
დ)
მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების/ანაზღაურების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი.
2.
წინამდებარე დებულების თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვეევბში, მოქალაქეთა დაფინანსების საკითხს წყვეტს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 26🔗.
დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.