ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.158.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმრან მ. გასიმოვი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.07.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2015 წლის 21 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/08/2014, 010320010.35.158.016167 )
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეიმრან მ. გასიმოვი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
1. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) გამგებელი - 2650 ლარი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე - 2200 ლარი;
გ) გამგებლის მოადგილე - 2000 ლარი;
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსი - 1900 ლარი;
3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) გამგებლის წარმომადგენელი -1185 ლარი;
ბ) განყოფილების უფროსი - 1500 ლარი;
გ)თანაშემწე - 1185 ლარი ;
დ)მთავარი სპეციალისტი - 840 ლარი;
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა)წამყვანი სპეციალისტი - 780 ლარი;
ბ)უფროსი სპეციალისტი - 705 ლარი;
გ)სპეციალისტი - 600 ლარი;
დამხმარე მოსამსახურე - 780 ლარი.