ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71501285295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ანგარიში

 

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის 9 დეკემბრის N86 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლე ბ ლო რესურსცენტრის საქმისმწარმოებელი თეონა ზედელაშვილი.

ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ქ. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილი იქნა 2 (ორი) წერილი, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 2 (ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება;

გ) არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;

ზ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.

რესურსცენტრის უფროსის დროებით მ/შ მარინე ჯორკოშვილი