„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №638 |
|
2015 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;
ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;“;
გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისათვის მისი განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა;“;
დ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:
„შ1) კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულება;“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიმართვის შესაბამისად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას;“.
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ეროვნული საშენი მეურნეობა;“;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის კოორდინაცია;“;
გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:
„ი1) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ი2) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების ელექტრონული ბაზის წარმოება;“;
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება;“;
ზ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;“;
თ) მე-11 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
თ) ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში მონაწილეობა;“;
ი) მე-11 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის შეთანხმება;“;
კ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:
„ლ1) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;
ლ2) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია;“;
ლ) მე-12 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;
ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) და სხვა საბაზრო მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;“;
მ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტები:
„ზ1) მწვანე კლიმატის ფონდიდან კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების მოზიდვის უზრუნველყოფა;
ზ2) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;
ზ3) მერების შეთანხმების ხელმომწერი თვითმმართველი ქალაქისა და/ან თვითმმართველი თემისთვის (მუნიციპალიტეტი) მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმების მომზადების ხელშეწყობა;“.
|