საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49– ე მუხლის შესაბამისად ,

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

დებულებების შესრულების თაობაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2015 წლის მდგომარეობით სულ შემოსულია 2 438 განცხადება. პასუხი გაეცა და დაკმაყოფილდა 2 322, განხილვის სტადიაშია 64 და უარი ეთქვა 52 განცხადებას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე"  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305/2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებების მოთხოვნებს.

2015 წლის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა 28 ადმინისტრაციული საჩივარი. აქედან, წარმოება დასრულდა 21 საქმეზე, ხოლო განხილვა მიმდინარეობს 7 საქმეზე.

დასრულებული 21 საქმიდან:

* განუხილველი დარჩა 7 ადმინისტრაციული საჩივარი;

* არ დაკმაყოფილდა 4 ადმინისტრაციული საჩივარი;

* ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 7 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად გასაჩივრებული აქტის გამომცემ შესაბამის სრტუქტურულ ერთეულს ხელახლა დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება;

* 3 შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი საჩივრის უკან გახმობა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.

ამასთანავე:

●სამინისტროს სისტემის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასა და სხვა საფინანსო გასაცემლებთან/საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.

●სამინისტროს სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გაიცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

●სამინისტროს სისტემის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პირებისა (გარდა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებისა) და სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმდებებში იყვნენ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, საჯარო ინფორმაცია გაიცემა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიერ.

●სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გაიცემა  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ.

2015 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“?
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“ მიღებულია 10.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე“, №0, 10.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3110492/