„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2015 წლის 22 დეკემბერი ქ. ონი
|
„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016155) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სრულად აუნაზღაურდებათ მათ მიერ გაწეული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ყველა ხარჯი, მიუხედავად იმისა, აფინანსებს თუ არა მას სახელმწიფო ჯანდაცვის რომელიმე პროგრამა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|