„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997 წ., გვ. 8) 187მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 187. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა
1. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს:
ა) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის;
ბ) სახელმწიფო რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
გ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის;
დ) საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების ბრიგადის მიერ მგზავრთა სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ოდენობით;
ე) ჰუმანიტარული მიზნით;
ვ) გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესებისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
ზ) რეექსპორტისათვის.
2. განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება), ჰუმანიტარული მიზნით ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დასაშვებია საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გამოყენება, თუ უცხო ქვეყნებში წარდგენილია მათი რეგისტრაციისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, ამ მედიკამენტების შემოტანის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. აკრძალულია საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლის, მათ შორის, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.
4. საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების შემოტანის უფლება აქვს:
ა) შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირს;
ბ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას – წამლის შექმნის ტექნოლოგიის შემუშავების, მისი ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის გამოკვლევის მიზნით;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
დ) ჰუმანიტარული მიზნით:
დ.ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა–გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებს;
დ.ბ) დონორ ორგანიზაციას (პირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამკურნალო საშუალებების შემოტანას ჰუმანიტარული მიზნით);
დ.გ) მიზნობრივი დანიშნულებით შესაბამის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 3 ივნისი.
№1586-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1586. სარეგისტრაციო კოდი — 470.200.000.05.001.001.862.
- სად არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1586, 03.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.05.001.001.862 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31144/