„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №641 |
|
2015 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში (გარდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისა და აგრეთვე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის 1500 მ2-ზე მეტი საანგარიშო ფართობით და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა-ნაგებობებისა, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 15 დღის ვადაში); IV და V კლასის, აგრეთვე შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემთხვევაში – არაუმეტეს 30 დღის, ხოლო ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 5 დღის, ხოლო IV კლასის შემთხვევაში − არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.“.
2. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს სტრუქტურული ხარვეზ(ებ)ი, აღნიშნულზე პასუხიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას); კონსტრუქტორს, მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში მიმღებ შესაბამის ორგანოს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №641. სარეგისტრაციო კოდი — 033013000.10.003.019028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №641, 22.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 033013000.10.003.019028 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3114458/