სსიპ - ქალაქ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის 2015  წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/ არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სსიპ - ქალაქ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:

 

ა) სკოლაში სულ 5 (ხუთი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაცის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე  სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

ბ) დაკმაყოფილდა 5 (ხუთი)   მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა 2, რომელიც დამუშავებულ იქნა. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა 2.

 

დ)2015  წელს სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზიგადი ადმინსტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

 

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინსტრაცის კოდექსის 49-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ  სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა აქედან გამიმდინარე არ გვაქს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებულ თანხების ოდენობაზე.

 

სკოლის 2015 წლის წლიური ანგარიშის წარმოდგენილია ცხრილის სახით:

 

ანგარიში რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 5
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა 0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება 0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა 0
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა 0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე 0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ 0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ 0

 

 

სსიპ - ქალაქ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს

საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:                                        მიხეილ ჯაყელი