„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №02 |
|
2016 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. დაემატოს „193” მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. ადმინისტრაციის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო 1. სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; ე) პროექტის/პროგრამის მართვის ცოდნა/გამოცდილება; ვ) ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტრატეგიული სიტუაციის და უსაფრთხოების გარემოში არსებული საფრთხეების/გამოწვევების ცოდნა; ზ) თავდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების ცოდნა; თ) ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა; ი) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: ი.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ი.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ი.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); კ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის/ენების ცოდნა); ლ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 2. სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) სასურველია პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება; დ) სასურველია სამხედრო თემატიკის გარკვეული ცოდნა/მუშაობის გამოცდილება; ე) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ზოგადი ცოდნა); ე.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 3. სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო მმართველობის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით); ბ) სასურველია პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება; გ) სასურველია სამხედრო თემატიკის გარკვეული ცოდნა; დ) შემდეგი კანონმდებლობების ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ზოგადი ცოდნა); დ.გ) თავდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გამოყენების დონე); ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომპიუტერის, ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №02. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016348.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №02, 21.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016348 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3116157/