„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1610
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.001.866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 01/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 196) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან მატერიალურ-ტექნიკური, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფის შესახებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების უზრუნველსაყოფად და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 ივნისი.

№1610-Iს