„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4644-რს
სარეგისტრაციო კოდი
140070000.05.001.018033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) 56-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“;

ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“;

ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“;

ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“;

მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;

რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“;

დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;

ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“;

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“;

ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;

ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“;

ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

რ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“;

ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“;

ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ფ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

 ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2015 წ.

N4644-რს