სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის 2015 წლის 9 იანვარის №01/კ-2 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი მზია გრიგოლავა
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ იყო წარმოდგენილ, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) მოთხოვნა საჯარო ინფორმაცია გაცემაზე არ ყოფილა მიღებული
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.
სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯრო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 0 (ნული) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოტიანეთის საჯარო
სკოლის დირექტორის მ/შ: მაია ადამია