„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ.187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პოლიციას უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გამოძიების მასალები, ინფორმაცია, რომელიც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.პოლიციის თანამშრომლობა სხვა ორგანოებთან
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, მისი თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პოლიცია თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მშრომელთა კოლექტივებთან და მოქალაქეებთან.“.
3. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და გამოძიების დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს;“.
4. მე-9 მუხლის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1358-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე?
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1358. სარეგისტრაციო კოდი — 100.090.000.05.001.001.801.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე, №1358, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 100.090.000.05.001.001.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31186/