„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა და წინასწარი გამოძიება;“.
3. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონით დადგენილი წესით აწარმოოს წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილ და დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1359–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1359. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.05.001.001.802.
- სად არის „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1359, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.001.001.802 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31192/