,, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2015 წლის 23 დეკემბერი ქ. მცხეთა |
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული მერიის დებულების მე–7 მუხლის (მერი, მერის უფლებამოსილებები) მესამე პუნქტის„ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.
2. მე-7 მუხლის მესამე პუნქტის„გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
3. მე-7 მუხლის მესამე პუნქტის„დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/ აქციების შეძენის შესახებ“.
4. მე-7 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის„დ.მ “ ქვეპუნქტი:
„დ.მ. იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ასევე ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზურფუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე სახელმწიფოსათვის, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიისა), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე საწარმოსათვის, რომლის წილის ან აქციათა 50%–ზე მეტს ფლობს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი და თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შესახებ“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მოიწვიოს დასახლების საერთო კრება საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით.“
6. მე–7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანო,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და განსაზღვროს მისი შემადგენლობა. ამავე დროს, მერი უფლებამოსილია დაამტკიცოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება, რომლითაც განისაზღვრება მისი უფლებამოსილებები’’.
7. მე–7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება, დანიშნოს და გაათავისუფლოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ასევე საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის და ანგარიშსწორების წესი. ამასთან საკრებულოს წარუდგინოს იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებით წესი, თუ ქონების მართვის საკითხები საჭიროებს ნორმატიული აქტით მოწესრიგებას’’.
8. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის / აქციონერის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ამავე დროს იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, საწარმოსათვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მერი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს. ამასთან იმ საწარმოში, რომელშიც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%–ეს არ აღემატება, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მერი მონაწილეობს როგორც პარტნიორი/აქციონერი და გადაწყვეტილება მიიღება საწარმოს წესდების (დებულების) შესაბამისად’’.
9.მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსერების და მოძრავი ნივთების სარგებლობაში / საკუთრებაში გადაცემის შესახებ და უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი/ წევრი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტია, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მერი მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/ წევრი და გადაწყვეტილება მიიღება იურიდიული პირის წესდების(დებულების) საფუძველზე’’.
10.მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინნარსის მე-14 პუნქტი:
„14. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების სახელმწიფოსათვის, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიისა), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე საწარმოსათვის, რომლის წილის და აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი და თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ კანონისა და იურიდიული პირის წესდების შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი’’.
11. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კანონისა და იურიდიული პირის წესდების შესაბამისად, იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი’’.
12. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით აწყობს საჯარო შეხვედრას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან და წარუდგენს მათ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე პასუხობს ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს’’.
|