⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,498 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2015 მიღება
08.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2015 წლის 23 დეკემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის“ „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირევლი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება „დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №23 დადგენილება ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge, 010260020.35.175.016023, 09.09.2014წ.) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  წინამდებარე  დებულება განსაზღვრავს  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის  სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას  და  აწესრიგებს  მის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა საკითხებს. 2. სამსახური თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, მერიის დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის  და სამართლიანობის პრინციპებით. 3. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.   4. კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახელით გამოითხოვოს, მიიღოს და გააგზავნოს ინფორმაცია/დოკუმენტი. 5. კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 6. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების,  სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.  მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები და ამოცანები  1.სამსახური ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას. აანალიზებს და აფასებს მერიასა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის იურიდული პირები) არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების  ეფექტურ  შესრულებას და მათი დასახული მიზნების მიღწევას. 2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს მერიისა და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელები უზრუნველყოს ინფორმაციით შიდა აუდიტის ობიექტში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს მერიისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართვად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება, მათი საქმიანობის გაუმჯობესება და მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;   გ) მერიისა და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების  საქმიანობის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი; დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ე) მერიისა და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ვ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიისა და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შეახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი  1. მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და  მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება მათი საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, მატერიალური ფასეულობების გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით. 2. შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა  და  მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებიდან  შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; 3. უზრუნველყოს მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი ზედამხედველობა. თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილის და შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და საჩივრები. შესწავლის შედეგების საფუძველზე წინადედებით მიმართოს მერს პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.  4. შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას, საჭიროებისამებრ განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა ან/და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; 5. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის მოვალეობანი 1. სამსახური ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; 2. შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მყისიერი შემოწმების ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური გეგმის წარუდგენლად, ზეპირსიტყვიერად ან წერილობითი ფორმით გამოითხოვოს შემოწმების ჩასატარებლად აუცილებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. 3. უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; 4. მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები  1.   სამსახური შედგენა სამსახურის უფროსისა და ორი მოხელისგან. 2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 3.    სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე. 4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  სამსახურის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; დ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ზ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს; თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ი) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე მერიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ლ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; მ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ნ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას. ო) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და მერს წარუდგენს მათ დასანიშნად; პ) მერს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ჟ) მერიის დებულების შესაბამისად, მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; რ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის  მოხელეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი ან დამატებითი შვებულების, მივლინების მიცემის თაობაზე; ს) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის  წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ტ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მერის  მითითებების დაცვას, აგრეთვე სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ფ) პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ქ) ასრულებს მერის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; ღ) ახორციელებს ამ დებულებით, მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 7. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებით და სამუშაოთა აღწერილობებით. 8. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) სამსახურის უფროსს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღოს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობათა შესასრულებალდ აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებითა და გარანტიებით; 9. სამსახურის მოხელე ვალდებულია: ა) ჯეროვნად შეასრულოს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები და სამსახურის უფროსის მითითება/დავალებები; ბ) იმუშაოს პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; გ) შეასრულოს და დაიცვას წინამდებარე დებულება, მერიის დებულება, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართვლოს კანონი და საქართველოს კანონდებლობით დადგენილი მოვალეობანი; 10. სამსახურის ერთი მოხელე სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად ახორციელებს ინსპექტირებას.  მუხლი 7🔗. ანგარიშგება  1. სამსახური შეიმუშავებს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს, იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში. 2. საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა ეგზავნება მერს და შიდა აუდიტის ობიექტს. 3. შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური აცნობებს მერს მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის მიზნით. 4. სამსახურის უფროსმა პერიოდულად უნდა აცნობოს მერს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 5. სამსახური ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც  წარედგინება მერს  და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.  მუხლი 8🔗. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა 1. სამსახური  თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2.სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამსახურის თანამშრომლობა ასევე მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში.  მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1.სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით. 3.სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4.სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5.წინამდებარე დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.