„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქირი საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“-ს დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2015
ძალის დაკარგვა 21.04.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,101 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2015 მიღება
21.04.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდგომ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირები
მუხლი 2
კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებები
უძრავი და მოძრავი ქონება, რომელსაც კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ ძირითადი ფუნქციების განხორციელებისათვის
მუხლი 2
გასხვისება
კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების  გასხვისება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით
მუხლი 2
უპირობო აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
პირობებიანი აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
ვადაგაგრძელებული აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
განმეორებითი აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ
მუხლი 2
აუქციონატორი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი
მუხლი 2
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება  ელექტრონულად
საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში
მუხლი 2
ლოტი
აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს  რამდენიმე ქონება
მუხლი 2
მომხმარებელი
შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი
მუხლი 2
საგარანტიო თანხა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქირი საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“-ს დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53 2015 წლის 23 დეკემბერი ქ. მცხეთა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქირი საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“-ს დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის და 106​1 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქირი საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი“ დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების,   სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი  საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი (შემდგომში – წესი)  შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 106​1 მუხლის მე-10 პუნქტის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის“ საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის,  ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის და  ანგარიშსწორების წესებს. მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები – ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდგომ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირები; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებები – უძრავი და მოძრავი ქონება, რომელსაც კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ ძირითადი ფუნქციების განხორციელებისათვის; გ) გასხვისება – კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების  გასხვისება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით; დ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების  ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით; ე) უპირობო აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ვ) პირობებიანი აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ზ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; თ) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა და ამასთან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ი) აუქციონატორი – ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი; კ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ლ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; მ) ბე – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება  მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; ნ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება  ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; ო) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს  რამდენიმე ქონება; პ) მომხმარებელი – შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ჟ) საგარანტიო თანხა – ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.  თავი II ელექტრონული აუქციონი მუხლი 3🔗. ელექტრონული აუქციონის ფორმით  კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების  გასხვისება  1. ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ წინადადებას იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ძირითადი საშუალებების გასხივისება  შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს  შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას,  შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს  შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება. 3. ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების გასხვისებას უზრუნველყოფს აუქციონატორი. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით  კერძო სამართლის იურიდიული პირების  ძირითადი საშუალებების გასხვისებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-5 თავის შესაბამისად. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების გასხვისებისას  ელექტრონული აუქციონი ცხადდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 7. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.  მუხლი 4🔗.  ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება  1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია,  ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს,  ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად). 4. თუ ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. აუქციონატორი, ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან ვებგვერდზე www.eauction.ge, ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ვებგვერდზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) ქონების დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ)  ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 7. ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს  ქონების შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს გასასხვისებელ ობიექტს. მუხლი 5🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები  1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების და აუქციონის პირობების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება; გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.  მუხლი 6🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი  1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი  საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის  საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინრეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი. 7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია, გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით. 8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება  შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება კერძო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტში. 11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულს უზრუნველყოფს კერძო სამართლის იურიდული პირის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი. 12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება კერძო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.  მუხლი 7🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები  1. აუქციონატორი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში წერილობითი განაცხადი იწერება კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სახელზე და ბე-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაბრუნებას უზრუნველყოფს კერძო სამართლის იურიიდული პირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი. 3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად). საკუთრების მოწმობას გასცემს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 4. ქონების შემძენი უფლებამოსილია: ა) შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 5. ქონების შემძენი ვალდებულია: ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.  მუხლი 8🔗.  ანგარიშსწორება   1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე, წარდგენის საშუალებით. 2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას. 3. საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და  აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში, მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას. 4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის ვებგვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება. 5. ქონების შემძენის მიერ გადახდილი სრული ღირებულება ირიცხება კერძო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტში. მუხლი 9🔗. გარიგებათა გაფორმების წესი  1. ელექტრონული აქუციონის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გამარჯვებულსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის ფორმდება ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი), რომელიც  შეიცავს ქონების გასხვისების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ხოლო ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში,  ქონების შემძენს და კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს  შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). 2.კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმსა და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოილება მიენიჭება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და აღინიშნება აუქციონის გამოცხადების ბრძანებაში. 3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, ქონების შემძენს  ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. ქონებაზე საკუთრების უფლება  ქონების შემძენს გადაეცემა  შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 7. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის  შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ  ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 8.კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმას, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების მოწმობის ფორმებს ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. ამასთან, საკუთრების მოწმობა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტტეტის მერი მიერ გაიცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და აუქციონში გამარჯევბულ პირს შორის გაფორმებული ოქმის და ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები. მუხლი 10🔗. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა  1. თუ ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში,  ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. ქონების შემძენს  შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, არა აქვს უფლება  გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს ის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის გარეშე. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. ასეთ შემთხვევაში ქონების  შემძენი წერილობით მიმართავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც  ვალდებულია თანხმობის მისაღებად მიმართოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,  ქონების შემძენის მიერ შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონების შემძენი ვალდებულია,  ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ქონების შემძენის მიერ ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება  კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან/და საჭიროების შემთხვევაში ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას,იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი  ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. შედეგების გაუქმების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი დასაბუთებული წერილობთი შუამდგომლობით მიმართავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს., რომელიც ირებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 8. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან მყიდველის განთავისუფლების შესახებ  აგრეთვე, გასხვისებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების თაოაბზე, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. წინადადების განხილვის შემდგომ გადაწყვტილებას იღებს ქალაქ მცხეტის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუხლი 11🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება, კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებას ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისების შესახებ, რაც განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ  ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება ქონების შემცირებული საწყისი საფასურის ოდენობა. 2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით გასხვისების  შესახებ. ამ შემთხვევაში პროცედურები მიმდინარეობს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები. თავი III საჯარო აუქციონი მუხლი 12🔗. საჯარო აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი სასუალებების გასხვისება   საჯარო აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების გასხვისების შესახებ დასაბუთებულ წინადადებას კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუხლი 13🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება  1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს არასმეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი საჯარო სააუქციონო კომისია. 2. სააუქციონო კომისია უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი გასხვისების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში ან ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ვებგვერდზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში); გ) ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; „ბე“-ს თანახას, ბიჯის სიდიდეს  და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაც აღინიშნება საჯარო აუქციონის გამოცხადების ბრძანებაში. ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას; ზ) ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 4. ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს  გასასხვისებელი ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს გასასხვისებელ ობიექტს. 6. საჯარო სააუქციონო კომისიის შემადგენლობაში შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, რომლის უფლებამოსილებაც უნდა განახორციელოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელმა, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. მუხლი 14🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები  1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ აუქციონის გამოცხადების ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის ჩატარების დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი საუქციონო კომისიის რეგისტრატორს  წარუდგენს: ა) წერილობით განაცხადს; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე ქონების გასხვისებისთვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რეგისტრატორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ს ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.  მუხლი 15🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი  1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის მდივანს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. სააუქციონო კომისიის მდივანი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას. 3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ გასასხვისებელ ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს. 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება  საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი  საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის  საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების გასხვისებისას, აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს (რომელიც ამავე დროს არის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე) და გამარჯვებულ პირს შორის  ფორმდება საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც შეიცავს  ქონების გასხვისების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, იმავე სუბიექტებს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება. საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და ხელშეკრულების ფორმებს ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 8. აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს სააუქციონო კომისიის ძირითად ოქმს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აუქციონის მიმდინარეობა და დაფიქსირებულია საბოლოო შედეგები. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის ყველა წევრი. ძირითადი ოქმი კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათით, რომელსაც ასევე ერთვის საჯარო აუქციონში განარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და ხელშეკრულების ასლები წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით. საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმას საჯარო აუქციონის შემთხევვაში აგრეთვე ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნციპალიტეტის მერი. 9. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 10. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ. 11. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 12. ქონების შემძენის მიერ გადახდილი  ქონების სრული ღირებულება ირიცხება კერძო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტში.  მუხლი 16🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების გასხვისება,  ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, გასხვისების შესახებ წინადადებას კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რაც  განმეორები/თ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე  ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ  ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.  განმეორებითი საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც ასევე მიეთითება შეცვლილი საწყისი საფასურის ოდენობა. 2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისება,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. ვადაგაგრძელებული აუქციონის გამოცხადების შესახებ პროცედურები მიმდინარეობს მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.  მუხლი 17🔗. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში  საჯარო აუქციონის ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისებისას, ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.  თავი IV ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების სარგებლობის  უფლებით გადაცემა მუხლი 18🔗. ზოგადი დებულებები  1. კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ; ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 50 %ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, აგრეთვე თავად კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირები; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები; 2. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება: ა) აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის წესით; ბ)სასყიდლით ან უსასყიდლოდ; გ)  ვადით ან უვადოდ. 3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც მოხსენებითი ბარათის საფუძველზე წინადადებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.  მუხლი 19🔗.  კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები  1. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:  ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. კერძო სამართლის იურიდული პირის ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. პირდაპირი განკარგვის წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, იღებს გადაწყვტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე,  სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებისა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი  წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოების და თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის გადაცემის შესახებ. მუხლი 20🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით  სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება  1. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით  სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წინადადებას, დაინტერესებული პირის განაცხადის ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ინეტერესებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით  სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აუქციონის გამოცხადების ბრძნებით განისაზღვრება აუქციონის ფორმა - საჯარო ან ელექტრონული, პირობებიანი ან/და უპირონო აუქციონი. 3.ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 5. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუციონის შემთხვევაში) ადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. 6. აუქციონის ფორმით ქონების გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.  ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო საჯარო აუქციონისას კი - შესაბამისი საჯარო სააუქციონო კომისია. 7. აუქციონის ფორმით ქონების გადაცემისას ქირის საწყისი საფასური განისაზღვრება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მისი ოდენობა აღინიშნება შესაბამის ბრძანებაში. მუხლი 21🔗. კერძო  სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები         1. კერძო  სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას. 2. კერძო  სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, რომელიც აღნი|შნულის შესახებ წინადადებას წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს.  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი  საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის  თანხმობით. 4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, ან დელეგირების შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს და ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება). 5. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)  ონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებები, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 22🔗. პირდაპირი განკარგვის წესით კერძო სამართლის იურიდიული პირის  ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება  1. პირდაპირი განკარგვის წესით კერძო სამართლის იურიდიული პირის  ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შემოსული განაცხადის მერისათვის გაცნობას კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს 5  (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ესულ განაცხადებს იხილავს და შესაბამის გადაწყვტილებას იღებს  5 (ხუთი) სამუშაო  დღის ვადაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით  ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით,  ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას) და განსაზღვრავს ქირის ოდენობას. 2. პირდაპირი განკარგვის წესით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 3. პირდაპირი განკარგვის წესით კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) სხვა დამატებით დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ერთი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება  მოთხოვნის მიღებიდან.  მუხლი 23🔗. გარიგებათა გაფორმების წესი  1. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც  ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო  ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ან/და დელეგირების შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის ფორმდება შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო  დღეში. 4. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში „ბე“-ს და ბიჯის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. საჯარო აუქციონის შემთხვევაში მერი აგრეთვე განსაზღვრავს ბილეთის ფასის ოდენობას. 5. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და  ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები  აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე)სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები; ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. 6. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების და  რეგისტრაციის შემდგომ. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს  ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.  მუხლი 24🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა  1.კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული  ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია  მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,  ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. გაფრთხილების გაგზავნას უზრუნველყოფს კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და აღინიშნება სარგებლობის ხელშეკრულებით. 4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.  ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. თავი V კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას , საწყისი საფასურის და ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის   საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა მუხლი 25🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების: უძრავი ქონების და მოძრავი ნივთის გასხვისებისას, საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი  უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებისას, საწყისი  საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. ექსპერტის დასკვის საფუძველზე, საწყის ფასს განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 26🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი   1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. აუქციონის ფორმით ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი  განსაზღვრავს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი  საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მუხლი 27🔗. კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას საწყისი  საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს       თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების  განკარგვა  განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ  ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შემცირებული ფასის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. თავი VI დავების გადაწყევტის წესი და დასკვნითი დებულებები მუხლი 28🔗. დავების გადაწყვეტის წესი კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და  სარგებლობისა უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 29🔗. დასკვნითი დებულებები 1. ეს წესი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 2. წესში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება და დამატება წესის განუყოფელი ნაწილია.